ვერ გამიგო.........


მასზე ახლო 
ნეტავი მე ვინ მყავდა,
ის ცხოვრების იყო 
ჩემი მფარველი,
ვერ გამიგო რომ ის ძლიერ 
მიყვარდა,
მე ვერა ვარ 
ამის გამომხატველი,
ვერ გამიგო
რომ ის ჩემი გულია
გაბნეული 
ჩემს სისხლში და ძარღვებში,
რომ ის ჩემში 
დაკარგული სულია,
და გმირია 
ის ჩემს პირად ზღაპრებში,
რომ ის ჩემი 
ტკივილია ცხოვრების,
ეს ცხოვრება 
როგორი ზღაპრულია,
მე ვერა ვარ 
ამისი დამხატველი,
ყველაფერი 
უკვე დახატულია,
მინდა 
თავიდან დავიწყო ცხოვრება,
გავიარო ის გზა 
რაც გავიარე,
ალაგ ალაგ 
ამოვშალო გონება,
გამოვტოვო 
ის რომელიც ვინანე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი