ეხლა ვხვდები......


ეხლა ვხვდები რომ, არ შემიძლია მე სიყვარული
ჩემი ცხოვრება დავუთმე იმათ, ვაჩუქე გული
ვისაც არასდროს, არ ვყვარებივარ და არ ვუყვარდი
მათ სიყვარულში მე უვნებლიედ ვიყავ ჩართული,
ვისაც ვუყვარდი ვერ შევიყვარე არ ვიცი რატომ
ვისაც უნდოდა ეს ჩემი გული და სიყვარული
ამიტომ მე დღეს უსიყვარულოდ და თანაც მარტომ
ვერ გავახარე ვერც სხვისი და ვერც ეს ჩემი გოლი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი