შენი სიტყვები გაყინულია
შენსგან თბილ სიტყვებს ვერ გავიგონებ, როგორ არ მინდა მჯეროდეს ამის, ქალი რომელიც მიყვარს მე ძლიერ, ჩემს სიცოცხლეზე ის მაღლა არის, ვერ ხვდება თუ მას არ უნდა მიხვდეს, მონად ვიქეცი საკუთარ თავის, სხვა გზა არა მაქვს, ამ ცივ სიტყვებში, მე სითბოს ვეძებ მინდა რომ ვნახო, გულს შეუყვარდა ეს ყინვა ცივი, და მან არ მკითხა ვინ შევიყვარო, ტვინი ერთს ფიქრობს გული კი რასა, მე დაბნეული დავეძებ გზასა, რომ დავაღწიო თავი საწყალმა წყეულ სიყვარულს და მონობასა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი