პატარა ქალო


უშენოდ ყოფნა ვხვდები ძნელია
უშენოდ ყოფნა და თანაც მარტო,
თითქოს სამყარო ცარიელია
დაგელოდები რომ გაიზარდო.
მე შენს ძებნაში შემოვირბინე
შემოვიარე მთელი ქუჩები
მინდა გიპოვო გულში ჩაგიკვრა
და დაგიკოცნო შენი ტუჩები
შენთვის დავხატე, ცა ლურჯად შენთვის
მე კი ,,მიყვარხარ,, არ მითქვამს შენთვის
ჯერ პატარა ხარ მგონი არ მეთქმის
ის სხვა იქნება, ვინც ამას გეტყვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი