ჩემო საქართველოვ.


ჩემო საქართველოვ.
ვაი როგორ მტკივა
გული მტკივა შენზე
ჩემო საქართველოვ
ვინ შემოგსვა ცხენზე
საით მიგაქროლებს
სად გაგიწევია,
შენ ჩემო ქვეყანავ
საქართველო გგქვია,
მარად შენთან ერთად
უკან გიდგას ერი
ვეფხვის ტყაოსანი
შოთა რუსთაველი,
უკან გიდგას ვაჟა,
აკაკი, ილია,
მტერმა გძარცვა გხოცა
და ვერ დაგალია
თამარ მეფის ხანა
აღმაშენებელი
პურის მწიფე ყანა
მიწა ულეველი
სტუმრთ მოყვარე და
გული ღვთისგან ღია
კავკასიის ამ ხალხს
ქართველები ქვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი