ეხლა რამ შეაყვარა


ბახჩის ბოლოს ყვავილებით
დათოვლილი ხე იყო
იმ ხის ძირას ბაღში, წყნარად,
ისვენებდა ზეიკო
სახლიდან კი სიყვარულით
დედა აკვირდებოდა
ღმერთო დამილოცე შვილი
გულში ეხვეწებოდა.
იმ დღეს წყნარი, ნათელი და
თან მზიანი დღე იყო
ჩრდილში რომანს კითხულობდა
ისვენებდა ზეიკო,
დედა მზერით ეფერება
ჯერ ხომ არის პატარა,
იქნებ, ვინმე შეიყვარა?
წინ სწავლა აქვს გამოცდები?! რამ შეშალა?!
ეხლა რამ შეაყვარა?!
დედის გული სათუთია
პატარაა, ჭაღარა
მაგრამ შვილის სიყვარულმა,
ის მაინც გაახარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი