სადაც მდინარე იწყება


სათავეს სად იღებს მდინარე
საიდან მოედინება
ნუთუ ამოდენ გაზარდა
მთებში მოსულმა წვიმებმა
პატარა წყარო მთის წვერზე
კამკამა, სუფთა, ანკარა
აქ იბადება მდინარე
პატარა ძალზე პატარა,
მთები მდინარის გარეშე
ეკალ, ბარდი და ხეები
ვერასდროს აბიბინდება
არ გაიზრდება ტყეები,
არ გაიზრდება შვლის ნუკრი
მინდორი ბალახიანი,
ხავერდოვან მთებს ამინდი
ამშვენებს თბილი მზიანი,
პატარა წყარო ანკარა
მთის წვერზე მოედინება
როგორც რომ ბავშვი პატარა
ასე მდინარედ იქცევა,
მერე ბობოქრობს ბარშია
ამაყით მოედინება
რომ მისი ფესვი მთაშია
ფესვი წყაროდან იწყება
ამბავი მოაქვს მდინარეს
წვიმისგან რომ აიმღრევა
წყარო დარჩება ანკარად
მთებში ზამთარი იწყება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი