შემოდგომა
შემოდგომა ჩუმად ებრძვის ზამთარს ოქროს ფერზე მოიხატა მთები ფოთლები ცაში ჩიტებად ფრენენ შემოდგომის სილამაზით ვტკბები გორის წვერებს თეთრი მოსდებია შემოდგომა დაუძლურდა კვდება მთებს ქუდებად, თოვლი დაშვებია და ზამთარიც კარზე მოვადგება, თოვლი, თოვლი, თოვლი მიხარია თანაც გული მწყდება მოსვლით თოვლის შემოდგომა თვალწინ გაგვიქვრება მას ოქროსფერს აწი ვნახავ როდის, გულში რაღაც სევდა თითქოს მრჩება სადღაც მიდის, ან საიდან მოდის ვხვდები რა ძნელია განშორება, შემოდგომავ შეგეშინდა თოვლის. შემოდგომა იპარება ნელა, ჩემს ეზოში ფანტელები მოდის აქ კი ზამთარს ეგებება ყველა, შემოდგომავ, მე შენ გიხდი ბოდიშს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი