დედამ რომ აგამღერა


სულში ჟღერს შენიმუსიკა
გულში ნოტების ძგერა
შენი პირველი სიმღერა
დედამ რომ აგამღერა
შენი გიტარის სტრუნები
და შენი გულის ძგერა
შენი ფიქრები, გრძნობები
მე მესმის, ყველა, ყველა,
მე მესმის გულის ჩივილი
მე მესმის ცრემლის დენა
შენი წუხილი, ტკივილი
ჩემი დარდია, ყველა.
შენს თვალებიდან ნასროლი
მე გულში გამეყარა
ისარმა სიყვარულისა
და როგორ გამამწარა
სულ არ ვფიქრობდი მე შენი
გული რომ მომეპარა
არც სიყვარული მინდოდა
რა ვქნა, შემომეპარა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი