მე თბილად მძინავს,


მე თბილად მძინავს, შენ რომ გიყურებ, მე ახლა მცივა,
მე ეხლა მივხვდი, ძლიერ მიყვარხარ და ძლიერ მტკივა
როგორ მიყვარდა ფანტელები ციდან რომ ცვივა
ეხლა შემძულდა, ზამთარი თოვლი და სუსხი ყინვა.
მე სითბოს ვნატრობ და შენი ნახვაც ო, როგორ მინდა
შენი სახე და შენი ღიმილი წვიმად მაწვიმდა
შენი თვალები ჩემს გულში მზიან ამინდს რომ ქმნიდა
არ ვიცი რატომ, ვიცი რომ მინდა ო, როგორ მინდა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი