ეს ჩემი გიტარა


სიმღერები და ეს ჩემი გიტარა
ავაყოლე ჩემი გულის ძგერასო
ის ჩემს გულში ჩუმად შემოიპარა
სიყვარულით ჩემი გული შეავსო
სიყვარულში ვერ მოვიკალ წყურვილი
გნატრულობდი და ისევ შენ მწყურდები
სიყვარული ასეთია ნამდვილი
მიყვარხარ და მეყვარები გპირდები
მშვიდათა ვარ დავიმშვიდე გულია
ვინც მინდოდა ღმერთო მე ის ვიპოვე
ეს ნამდვილად ჩემი სიყვარულია
ამ სიყვარულს ვერ დავკარგავ იცოდე
და ზაფხულიც გვეპარება ზამთარში
მე კი ვრჩები ისევ ჩემი გულითა
სიცივე ვერ შეგვაშინებს ავდარი
მე დავხვდები ჩემი სიყვარულითა
სიმღერები და ეს ჩემი გიტარა
ავაყოლე ჩემი გულის ძგერასო
ის ჩემს გულში ჩუმად შემოიპარა
სიყვარულით ჩემი გული შეავსო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი