ჩემი დედა ვიცი ჩემზე ლოცულობს


ჩემი დედა ვიცი ჩემზე ლოცულობს
სანთელს ანთებს დედა ჩემთვის სადღაც შორს,
დედის სიყვარულს მე ვგრძნობდი უდედოთ
ზაფხულია და ჩემს გულში ისევ თოვლს,
თოვლი, თოვლი, თოვლი როგორ მაცივებს
დედის სითბო არ მიგვრძნია და კალთა
უდედობა მე ყოველთვის მაშინებს
დედა გვერდით მყავდა და თან არ მყავდა,
თუ ვერ შეგვხვდი, დედა შენ რომ იცოდე,
დაგეძებდი და ყოველთვის მიყვარდი,
თოვლი,თოვლი,თოვლი ვარდებს ათოვებს
მე კი შენთვის შენახული მაქვს ვარდი,
დედა ვიცი, შენც რომ იტანჯებოდი
მაგრამ, რა ვქნა ჩემი ბრალი რა არის
ღმერთო, ასეთი ბედი რად გვარგუნე,
ან მითხარით სამართალი სად არის
დედა მცივა, მცივა როგორ მაცივებს,
უშენობა მე ღამღამე მატირებს,
მე უშენოდ ეს ცხოვრება რად მინდა,
ირგვლივ მზეა ჩემთვის რატომ გაწვიმდა,
თუ ვერ შეგვხვდი დედა შენ რომ იცოდე
დაგეძებდი და ყოველთვის მიყვარდი
თოვლი, თოვლი, თოვლი, ვარდებს ათოვებს
მე კი შენთვის, შენახული მაქვს ვარდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი