ვუძღვნი თეონა ქუმსიაშვილს


დღე შემზარავი, ჩაბნელებული მთები,
მთების, კვნესა და შფოთვა მიქონდა ქარს,
უფსკულს წაიღო და ჩაიტანა ხმები
ხმები რომელიც, ძლიერ აკლია მთას,
რამდენი ზამთარი წავიდა, თეთრი თოვლი
რამდენი ზაფხული, მოვიდა უშენოდ მთას
ისე აღარ ჟღერს, ჩონგურს ჩამოკრილი ხმები
როგორც შენს ხელში, რომ აჟღერებდი მას,
ჩამოჰკარ ჩონგური, რომ შეზანზარდეს მთები
ყვავილებს მოფენილს, ვუმღერო მინდა მთას
ღმერთო კარგები რად მიგყავს მე ვერ ვხვდები
მინდა ვიყვირო, რავქნა ვერ ვბედავ თქმას,
აქ, შენი სული ჩვენთან ტრიალებს მთებში
ზოგჯერ სიმღერის, თითქოს მოისმის ხმა,
შენი სურნელიც ამ ხმებთან ერთად მოდის
ვერ მოასწარი, რამდენი რამის თქმა.
ვიცი შორს არ ხარ ჩვენს გვერდით დაფრენ ვიცი
ჩვენ გეფერებით, შენ კი არა გვცემ ხმას,
თოვლი მოვადა, ვბრუნდებით ჩვენ სახლებში
შენ, მაქ დარჩები, არ მიატოვებ მთას.
ჩამოჰკარ ჩონგური, რომ შეზანზარდეს მთები, 
ყვავილებს მოფენილს, ვუმღერო მინდა მთას
ღმერთო, კარგები რად მიგყავს მე ვერ ვხვდები
როგორ მწარეა, რავქნა ვერ ვბედავ თქმას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი