სიზმარში გეტყვი


ნელა ტალღებად შემოიპარე,
მე, ძილში ვიგრძენ გულის ქანება
თან სიყვარული ვნახე მძინარემ,
და ქერა გოგო, ცისფერთვალება
თვალები მშვიდი წყნარი ზღვის ფერი
წამწამები კი ტალღები ზღვისა
მითხარით, დედა, მამა ვინ არის
სიზმარში მოსულ ამ ასულისა,
ნახვისთანვე გულში შევარდა
ტუჩები მწიფე ვიშნა-ბალივით
ნახა ადგილი და შიგ მოთავსდა
თან ამიტაცა ქარ-ბორბალივით,
სიზმარში მარად, ვიცხოვრო მინდა
აქ სიყვარული სხვა არის ქალის,
სიფხიზლეში თუ ვერ ეკარები,
აქ შეიყვარებ და შენი არის
აქ შეიყვარებ ვისაც შენ გინდა,
ვინც ძლიერ გიყვარს და ვისაც ეტრფი,
მოეფერები, ჩაიკვრავ გულში
პირველად შენ მას, მიყვარხარ ეტყვი.
ნელა ტალღებად შემოიპარე,
მე, ძილში ვიგრძენ გულის ქანება
თან სიყვარული ვიგრძენ მძინარემ
და ქერა გოგო ცისფერთვალება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი