ჩემო მზეო


როგორ მინდა რომ მზე ვიყო
და ზევიდან გადმოგხედო
გაგინათო არემარე,
მშვიდი დილა დაგიბედო,
მზის სხივები მოგაწოდო
შეგიცვალო ფერი მზეზე,
ნაზი სხივებით გაგრუჯო,
ღია შოკოლადის ფერზე,
რომ გავჩერდე ერთ ადგილას,
ერთ ადგილას, მაღლა ცაში,
სადაც შენ წევხარ ქვიშაზე,
მზის სხივების ტყვეობაში.
ზღვის ტალღები გეფერება
შხაფებს გასხამს ლამაზ ტანზე 
და სხივები ირეკლება
შენს ბზინვარე, და ნაზ კანზე.
ღამით მინდა გავხდე მთვარე,
შემოვიპარო შენს სახლში.
როგორ გძინავს ჩემო მტრედო,
მშვიდად მარტო, შენს ოთახში,
ტკბილი ძილი,ჩუმად გეტყვი
რა ლამაზი ხარ მძინარე,
დღევანდელი გარუჯული
შენს, სიზმრებში ისევ გნახე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი