მაპატიე ჩემო მზეო
არ მეგონა გულს თუ ასე მომიკლავდი როგორც ქარი, გრიგალივით შემოვარდი, რა ვიცოდი, შენ თუ ასე არ გიყვარდი. მაპატიე ჩემო მზეო, შემიყვარდი. შემოვარდი მაშინათვე ჩაგეჭიდე, არ გაგიშვი, მეგონა რომ დაგკარგავდი შენი გული მძიმე დარჩა ვეღარ ვზიდე, ჩემო მზეო ნუთუ ასე არ გიყვარდი, მაპატიე, ჩემო მზეო არ ვიცოდი ჩემს ეზოში ამოვიდა თეთრი ვარდი, თუ ეს ვარდი შენ იყავი რა ვიცოდი ჩემო მზეო მაპატიე შემიყვარდი, მზემ სხივები მომანათა გავიხარე, გულს მომეშვა დარჩენილი რაღაც დარდი, ეს სხივები მოფენილი შენ იყავი მაპატიე ჩემო მზეო შემიყვარდი, მაპატიე შენი გული ვერ მოვიგე, სადაც სიყვარულს ვთესავდი და ვკარგავდი, შენი გრძნობა მე ჩემს გრძნობებს ვერ მოვარგე რა ვქნა მზეო მაპატიე, შემიყვარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი