დამნაშავე


სხვაგან გაქცევას და თავის შველას
მე ჩემი ქვეყნის ციხეს ვარჩივნებ
თუ დავაშავე სჯობს დავისაჯო
არ დავიჩოქებ არ შეგაჩივლებ
წლებს მე დავკარგავ იმ ოთხ კედელში
მხოლოდ ვიცოდე რატომ და რისთვის
ნამდვილად ვიყო მე დამნაშავე
არ მოვიხადო სასჯელი სხვისთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი