ნისლის ხალიჩას დაგიგებ
ნისლის ხალიჩას დაგიგებ ამოდი ჩემთან მთაშიო მითხარი ბარში რა გინდა ვისთან ხარ ტყვეობაშიო სუფრას ისეთსა გაგიშლი ხელს ჩამოართმევ მზესაო აი იქ მაღლა სულ მაღლა რომ ხედავ გორის წვერსაო დარდი მკლავს ძლიერ მახურებს მაგრილებს თოვლის ლოდები სიყვარულს შენ ვერ გაგიმხელ მაგრამ მაინც გელოდები ამოდი მთაში ამოდი მაჩუქე შენი ღიმილი ძლიერ მკლავებში რომ ვიგრძნო შენი სუნთქვა და ტკივილი თეთრი საფარი ილევა მწვანდება ირგვლივ მდელოო მწვანე ბალახზე გაძინო და ჩუმად რომ გიმღეროო ნისლის ხალიჩას დაგიგებ ამოდი ჩემთან მთაშიო სიყვარულს ლექსად გიმღერებ დარჩი ჩემს ტყვეობაშიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი