ასე ამჯობინებს
თქვენ ჩვენს სამშობლოში თქვენს ქვეყანას იცავთ, ნუთუ გგონიათ რომ ჩვენ ჩვენს ვერ დავიცავთ. ნუთუ გგონიათ რომ თქვენია ქვეყანა სადაც დედამ გვშობა და გვიმღერა ნანა, სადაც არა ერთხელ სისხლი დაგვიღვრია მიწას რომ ვიცავდით მას სამშობლო ჰქვია, თქვენ ჩვენს სამშობლოში თქვენს ქვეყანას იცავთ, ამბობთ არსად წახვალთ ბოლომდეს დაიცავთ, თანაც გვეფიცებით ძმობას ისტორიას თან იხსენებთ წარსულს ქვეყანას ჩვენს მზიანს, თქვენ ჩვენს სამშობლოში ,,პასპორტებს,, ულოცავთ ჩვენ ხალხს ჩვენსგან იცავთ თითქოს ჩვენ მათ ვხოცავთ, წადით დროზე წადით არ იქნება გვიან, ჩვენს პურმარილს. ღვინოს გამოგიგზავნიან, თუნდც გვესტუმრეთ მერე დავივიწყებთ ტკივილს ჩემი ქვეყნის კვნესას დედის მწარე კივილს დავივიწყებთ რა ვქნათ ასე ამჯობინებს, ჩვენი კბილი ვერ ჭრის თქვენს დახლართულ რკინებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი