ჩემი სამყარო
თუ იცი რომ ეს სამყარო შენთვის აშენებულია, უშენობა რა ტანჯვაა მარტოობა კი რთულია, მეორედ არ შეგიყვარებ იცი შენ როგორ მიყვარხარ, შენ ვერავის შეგადარებ სხვანაირი ხარ, სულ სხვა ხარ, იმ სამყაროში შენა ხარ მოვალ და ჩავიკეტები, ჩემი სამყაროს წვიმა ხარ ჩემი ოცნების წვეთები, ჩემი გრძნობების ბურძღვლა ხარ ძარღვებში, სისხლში, ტრიალი, ჩემს ორგანიზმში ომი ხარ შექმნილი ორომტრიალი, მე მომწონს ჩემი სამყარო შიგნითა აურზაური, მომწონს მე შენი თვალების და წამწამების ხმაური,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი