ქარი, ქარი, ქარი,


მოიშალა ამინდი
ქარი, ქარი, ქარი,
დღეო რატომ დაბინდდი
მზე გვყავს საძებარი,
სითბო თითქოს ჩაყლაპა
ამ პატარა ქარმა,
სიცივეს ჩაგვაბარა
სითბომ უებარმა,
გაიყინა ნამსხვანი
გაიყინა გრძნობა,
დედამიწის აკვანი
რა ნელა ერწობა,
წვიმა ნელა დაიწყო,
წკაპი, წკუპი, წკაპი,
მოდის ევროკავშირი
და თან მოაქვს მაპი,
ჩემო კარგო ქვეყანავ
წკაპი, წკუპი, წკაპი,
ძაფის ხიდზე კიდიხარ
არ გაგიწყდეს ძაფი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი