ჭოროხი
მივდივარ ნელა მივყვები ჭოროხის პირა ნაპირებს ნისლი მინამავს წამწამებს მიხარია თუ მატირებს, ჭოროხი ნელა ღიღინებს მთებში თოვლები დნებიან და ჩანჩქერები მორევში ხმაურით ედინებიან, ნისლმა ჩაყლაპა თითქოსდა გაღმა გამოღმა ყანები კლდეებს თოვლები წყდებიან მოზანზარებენ ზვავები. მინდვრები გადახნილია დაფარცხულია გოროხი ხეობას როგორ ამშვენებს ეს ამღრეული ჭოროხი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი