მოდი ყელში მომეხვიე


მოდი ყელში მომეხვიე
არ გამიშვა ხელია,
შენ არ იცი ჩემი კოცნა
როგორი ძლიერია.
შენი ცრემლი არ მანახო
ანდა რისთვის ტირიხარ
ჩამეხუტე და მიხვდები
მე როგორი თბილი ვარ,
დივანს მთლიანად დაგითმობ
ზედ გასწავლი გორებას
სულ ყვავილებით მოგირთავ
შენს დარჩენილ ცხოვრებას.
მეც ვგიჟდები შენზე უფრო
მაგრამ შენ არ გაჩვენებ
მეშინია შემეჩვევი,
მერე არ მომასვენებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი