შენი თვალები.


ო, როგორ მომწონს შენი თვალები
ნამტირალი და ნაიარები
მისი ფერი ხომ მეფეა ფერთა
ცისა, ზღვისა და ტალღების შერთვა
მისი წარბები შავი და სწორი
ელვას წააგავს და ცას ნამიანს
მის შემოხედვას, ეს გული ღორი
მაინც იყვარებს, ოხერს, შხამიანს,
ო, დედა ჩემო, მიშველე დედი
მე, შენი თავიც გადამავიწყდა
ამ სიყვარულში ვიწვები ვკდები
მაგრამ სიკვდილიც როგორ არ მინდა
მე მაპატიე ოცნება ჩემი
შენს ოცნებებში დავიარები
რა მწარეა რომ სულ მარტო ვკვდები
ო, როგორ მომწონს შენი თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი