ლამაზი ფერები.


სიყვარულს აკლია ლამაზი ფერები
მე ჩუმად მოვალ და შენ მოგეფერები.
შენს გულში რამდენ ხანს ვერ ვნახე ადგილი
წლები კი ო, წლები უშენოდ გავლილი
ტკივილებს გიტოვებ, ტკივილით მივდივარ
მე თქმა ვერ გავბედე, წლებით რა დიდი ვარ,
თვალებზე მიმყვება მე მწარე ცრემლები,
ვტირივარ, მიყვარხარ მომხვიე ხელები,
მე შენი თვალები ჩემად რომ ჩავთვალე
ლამაზი თვალები რაღაცის ლოდინში,
ვხვდები რომ გატკინე, ტყუილად გაწვალე
მინდა დღეს გავბედო და გითხრა ბოდიში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი