სულაც არ გავხარ სხვას


შენ გამახსენდები 
და შენთან მოვფრინავ ფიქრებში
მე შენი თვალები, 
რატომღაც მაგონებს ზღვას
მე შენს სიყვარულზე
ერთწამსაც არ დავფიქრდები
შენ სხვანაირი ხარ,
სულაც არ გავხარ სხვას
მე შენი თვალები
არასდროს არ მიმატოვებს,
მისი გამოხედვა,
ღიმილით რომ მეფერება,
ნუთუ ეს თვალები,
ცისფერი, ზეცას რომ მაგონებს,
ნუთუ ეს თვალები
არასდროს მომეფერება,
ნუთუ ეს ხელები
სუსტი და ლამაზი თითები
როდესაც მეხება 
ტოკივით გულში მეძგერება,
ერთ დროს ეს ხელები,
ხელი ხელ ჩაკიდებული,
ნუთუ ეს თითები
მეტს აღარ მომეფერება.
.
და შენი ღიმილი
ცისფერი თვალების ნათება
როგორც რომ სანთელი
ჩვენს სიყვარულში ჩადნება
ჩვენი სიყვარული
ლამაზი ფერების ფერია
მიყვარხარ, მიყვარხარ, 
მიყვარხარ მომხვიე ხელია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი