არ იყიდო სიყვარული


არასოდეს შეგეშინდეთ, 
თუ ლამაზი ქალია
რომ ის თქვენ არ შეგიყვარებთ, 
თითქოს დასანანია
ქალის გულში შედით ჩუმად, 
რომ მოიგოთ გულია
საჩუქრებით ბოლოს მაინც, 
ქალი დაკარგულია,
ვჩუქნიდი და თითქოს მისთვის 
ვაკეთებდი ყველაფერს,
არაფერი არ უჩანდა, 
ვერ ხედავდა ვერაფერს
მე მინდოდა საჩუქრებით 
მისი გული მომეგო,
ვერ ვიყიდე სიყვარული 
და მას ბოლო მოეღო.
მივხვდი სიყვარულის გრძნობა 
უყიდველი რამეა
ქალის გულში ხან დღე არის 
და ხან როგორ ღამეა
შეიყვარეთ გულით ქალი, 
შეიყვარეთ გულითა
არასოდეს შეეცადოთ 
მისი ყიდვა ფულითა.
ბოლოს ცოდო, თქვენ დარჩებით 
შეიცოდეთ თავია
შენზე ფიქრში მანაც წვალობს, 
გული აქვს და ქალია
რა ქნას თუ ვერ შეგიყვარა, 
ეს რა მისი ბრალია
საყვარელი ქალისათვის, 
ფული, გრძნობა საჩუქრები,
ან რა დასანანია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი