გულო დრო მიდის...


..გულო დრო მიდის...
გულო რად ზიხარ ჩუმად
ხმაც რომ არ ისმის შენი,
მოვდივარ შენთან სტუმრად
კარები გამიხსენი
შენ შემიბრალე გულო
შემოდი ჩემს დარდებში
სისხლში შემიშვი თბილში
მატარე შენს ძარღვებში,
დრო მიდის ნელა გულო
და დროს დრო მიჰყავს ჩემი
რად მიღალატე სულო,
სულო, ეს რა მიქენი,
არაფრის მეშინია
უბრალოდ მიდის წლები,
უსიყვარულოდ შემჭამს
ისე დრო ვერ მივხვდები
მის სიყვარულს რომ ჩემში,
გულო გაუღე კარი
შენ შემოუშვი ისე
ისე რომ არც მითხარი,
გულო, რად ზიხარ ჩუმად
ღიმილი ნახე ჩემი
მოვდივარ შენთან სტუმრად
კარები გამიხსენი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი