დარდში მოსულო ღიმილო


დარდში მოსულო ღიმილო
ფიქრში ჩაფლულო თანაო
პეპელასავით დაფრინავ
აზრებით ადრიანაო
სადღაც მიყვები ბილიკებს
დარდები მოგსდევს თანაო
დედის სიმღერა ჩაგესმის
დამღერებული ნანაო
მე არ მინახავს ლამაზი
და თანაც შენისთანაო
დედის ძუძუს ჭამ დღესაც და
თან დედა დაგსდევს თანაო
რა პატარა ხარ და ნაზი
ახალი ვარდის კოკორი
როგორ თბილი ხარ ხანდახან
და საყვარელი როგორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი