იები შენი ფერია....
შენ დაგეძებდი, მთელი ცხოვრება მთებში ყოფილხარ მე ვერა გნახე, ასე ლამაზი და საოცრება მივხვდი ჩემი ხარ, რომ დაგინახე შენი თვალები, ცისფერ ფერებში მაგონებს ლამაზს, იების კონებს, მე შემიყვარდა, იები გულში და ეს ფერები, გადამიყოლებს, მე შენ მიყვარხარ, ლამაზო ქალო შენი თვალები, იების ფერში მინდა მინდვრები შემოვიარო სადაც იები ხარობენ მთებში. იის თაიგულს, მე ვერ მოგართმევ მისი სიკვდილი ძალზე მაღონებს იის ყვავილად მე შენ გიგულე, მიყვარს იები შენ თავს მაგონებს, შენს სილამაზეს ცაში გავცქერი, რომ ცაც მაგონებს შენი თვალის ფერს, მხოლოდ ცას ვეტყვი, რომ შენ მიყვარხარ ცას ესმის ჩემი ცა გამიგონებს. იის ყვავილებს, მე ვერ მოგართმევ და ვერ ჩაგიკრავ, შენს ლამაზ თმებში, მიყვარს იები როცა ხარობენ, როცა იები ხარობენ მთებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი