უშენოდ ერთად
ერთი გრძნობა გვაქვს, ერთი გული და ერთი ფიქრები, სამწუხაროა რომ შენთან ერთად სულ ვერ ვიქნები, როცა ერთად ვართ, სულ მავიწყდება მე ჩემი წლები სულ არ მადარდებს ღრუბელი თავზე და ამინდები, რომ სამუდამოდ სულ ვერ ვიქნებით ამ ქვეყანაზე, ან რა ფასი აქვს, როცა წლებს მიაქვს ეს სილამაზე, როცა დავჭკნებით როგორც ყვავილი მიუვალ ველზე, როცა ნაოჭი გაგიჩნდება შენს ლამაზ ხელზე, როცა გულმკერდი აღარა ჩანს, შენს ლამაზ მკერდზე, როცა შენ გძინავს ერთზე, მე კი მეორე გვერდზე, როცა დროს მიაქვს სიყვარული, აქრობს, ანელებს, ასე ამბობენ რომ სიყვარულსა რა დაანელებს, მართლაც ასეა რომ სიყვარული დარჩება მარად, სხვა მოთხოვნებით , სულ სხვანაირად და სულ სხვაგვარად, მაშინ ვტირივარ, ტკივილებისგან რომ მყავხარ ავად შენ რომ მომიკვდე, იცი მოვკვდები მეც თავისთავად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი