უშენოდ ზაფხული.
ამ გულში ყვავილი შენი ჩარგულია თუ შუა ზაფხულში ის გაყინულია უშენოდ ზაფხული ეს რა ზაფხულია უშენოდ ცხოვრება როგორი რთულია ჩემს წინ ეს მაღალი ლამაზი მთებია სად ვნახო მე შენი განვლილი გზებია რომ შენზე ძებნაში გზა სულ ამერია უშენოდ ძმელია, როგორი ბნელია მეგონა გნახავდი ადრე თუ გვიანა გზა ვერ გაგინათა ამ გულმა მზიანმა ან იქნებ ჩაგყლაპა ამინდმა მთიანმა ან ქალმა მთიელმა შავთვალებიანმა შორედან მომესმის ძახილის ხმებია შენამდის შორსაა ულევი გზებია იცოდე ჩემს მკერდში რომ შენი გულია იცოდე ამ გულში ეს სიყვარულია უშენოდ ქარი ვარ უშენოდ წვიმა ვარ უშენოდ თოვლი ვარ, უშენოდ ყინვა ვარ უშენოდ სადა ვარ უშენოდ ვინა ვარ უშენოდ მარტო ვარ რა პაწაწინა ვარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი