გამიშვიო მეუბნები


გამიშვიო მეუბნები, ვერ გიშვებ
მეუბნები რომ წადიო ვერ გტოვებ
უშენობა ადვილია გგონია
თუ ვერ ხვდები გული სულ არ გქონია
ჩაიხედე ჩემს გულში და გაიგებ
უშენობით როგორ მტანჯავ მაწვალებ
შენს იქით გზა, სიბნელეა როგორი
არ დამტოვო სიყვარულის ობოლი,
.
უშენოდ, მე არ მინდა ეს ლამაზი ბუნება
უშენოდ, ხის ფოთლებიც შენზე მეჩურჩულება
უშენოდ, შენი სახე ზღვის ტალღების ფერია
უშენოდ, სიყვარულიც როგორ მოსაწყენია,
გამიშვიო მეუბნები ვერ გიშვებ
გულში მყავხარ ჩუმად მოთავსებული
შენს თვალებს და ღიმილს გულში ვიტოვებ
რომ არ დავრჩე შენსგან მიტოვებული.
იცოდე რომ მე უშენოდ ვერ გავძლებ
და დაჭრილი ჩიტივით ძირს ვაგდივარ
შენ ყოველთვის ცას მაგონებ გადაშლილს
მე შენს ცაში ვნავარდობ და დავფრინავ
გამიშვიო მეუბნები, ვერ გიშვებ
მეუბნები რომ წადიო ვერ გტოვებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი