ვნანობ შენთან შეხვედრას


ვნანობ შენთან შეხვედრას
ვნანობ სიყვარულს
ვნანობ განშორებას და
ვნანობ დაკარგულს.
ვნანობ გრძნობას არნახულს
ვნანობ გაზაფხულს
ვნანობ ტუჩებს თაფლიანს
ვნანობ დამწვარ გულს
ვნანობ იმ დღეს სევდიანს
ვნანობ წასვლას შენს
ვნანობ გამომშვიდებას
რომ გიქნევდი ხელს
ვნატრობ შენთან შეხვედრას
ვნატრობ სიყვარულს
ვნატრობ სიზმარს გრძნობიანს
ვნატრობ დაკარგულს
ვნატრობ გრძნობას არნახულს
ვნატრობ პირველ დღეს
ვნატრობ ტუჩებს თაფლიანს
რომ გიქნევდი ხელს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი