გაზაფხული მოგვეპარა
გაზაფხული მოგვეპარა თათია ნახე ცაზე ვარსკლავები ანთია შენსავით რა თბილი, არნახულია შენ თუ ხვდები რომ ეს სიყვარულია თათი რა ლამაზი გაზაფხულია გარეთ ნახე ყვავილების ბუმია სიყვარული შენთან ვის არ წყურია შენც არ იცი ის როგორი რთულია, შენი შემოხედვა როგორ მწყურია შენი ღიმილი და შენი გულია ყველაფერი თითქოს მოქარგულია სილამაზეც შენი დახატულია ცოტაოდენ შემაშინა ზამთარმა სიყვარული ვთქვი რომ გაყინულია ვერ წაშალა ყველაფერი ავდარმა ის მთლიანად გულში მოფანტულია ის მთლიანად სულში მოდებულია ის მთლიანად ჩვენში დაკარგულია და გულებიც ჩვენი გადაბმულია თათი მგონი რომ ეს სიყვარულია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი