დააგვიანე
ჯერ გაყიდე სიყვარული, სხვაში გამცვალე მომატყუე, დამამცირე და გაიპარე ჩვენი გრძნობა რაც გაგვაჩნდა, ჩვენი სიმდიდრე სხვას წაუღე, გაახარე, მე კი მატკინე . ეხლა მოდი მეუბნები მაპატიეო შენ გგონია დავივიწყე მე კი ის დღეო არაფერი ამიხსენი და მიმატოვე ჩემთვის რა ტკივილი იყო ის სიმარტოვე მე კი მაინც მეგონა რომ დაბრუნდებოდი შენი ნახვაც არ მინდოდა მეზიზღებოდი მიყვარდი და მაინც გულში გელოდებოდი დავიწყება მინდოდა თავს ვერ ვერეოდი შენ დაბრუნდი მეუბნები მაპატიეო ჩემს გულში ვერ დაინახე ნაიარები ცრემლიანი მაქვს თვალები, ვერ დაინახე ჩემთვის როგორ უცხო გახდი, დააგვიანე რამდენი დრო მე ფიქრებში შენ მოგიძღვენი რამდენი მე შენზე დარდი ქარს გავატანე მე ცხოვრება ამირიე, ამაწრიალე მაინც მიჭირს მე ამის თქმა, დააგვიანე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი