მიხარია გაზაფხულის მოსვლა


მიხარია გაზაფხულის მოსვლა
მენატრება სითბო, ყვავილები
მენატრება შენი თბილი კოცნა
გავგიჟდები ალბათ გავგიჟდები
შენს თვალებზე შრება წამწამები
თვალებში კი მოჩანს ჩემი ლანდი 
რა ნაზი და თბილი მეჩვენები
ვერც დავფიქრდი ისე შემიყვარდი.
ხელისგული გაგყინვია როგორ
თითები კი უფრო ცივი-ცივი
არ ვიცოდი შეყვარება შენი
იქნებოდა ასეთი მარტივი
ვფიქრობდი და მაშინებდა თითქოს
მაშინებდა სილამაზე შენი
გულში ვიგრძენ რომ ეძებდი სითბოს
და გაგითბე გაყინული ხელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი