შენს იისფერ თვალებში,


შენს იისფერ თვალებში, 
ნისლი დაიარება
გულში ისევ გამეხსნა 
ძველმა ნაიარებმა
ვხვდები რა სათუთი ხარ, 
საყვარელი არსება
მეშინია ვერ შევძლებ, 
რა ძნელია გაძლება
შენს იისფერ თვალებში, 
რა ლამაზი ფერია
არსად არ მიდიოდი, 
საით გაგიწევია
ეს ლამაზი თვალები 
მითხარი რომ ჩემია,
შენს გულში სიყვარული, 
მე არ დამირღვევია.
შენს იისფერ თვალებში, 
სიყვარული ანთია
თავი რად შემაყვარე 
ასე ძლიერ თათია
მინდა შენთვის დავკრიფო, 
იები და ვარდები
მხოლოდ ერთი მაშინებს, 
რომ ყველას უყვარდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი