მე შენ გათბობ, შენ სხვას ათბობ


მე შენ გათბობ, შენ სხვას ათბობ
ვერ გავიგე ვინ თბება
ამ სიყვარულს ვერ გავუგე
თუ საიდან იწყება
მაგრამ ვიცი არ მთავრდება
ბინძურდება მუქდება
ყველაფერს კაცი ვერ იტყვი 
ესეც არც გაშუქდება.
გულს მტკენს მუდამ ორპირობა
ტყუილი და სიჩუმე
მოღალატე არ ვყოფილვარ
გვერდით რად არ მიგულე
ყველგან მე როგორ ვშავდები
ამ კეთილი გულითა
სიყვარული ვერ მოვიგე
ჩემი სიყვარულითა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი