იასამანის ფოთლები


იასამანის ფოთლები 
ფანტელივით ცვივოდა
წვიმისაგან მიკვდებოდა 
თვალს წინ იასამანი,
სიცივისგან მოკუზული 
ჩვენ ორივეს გვცოვოდა,
იასამნის ხმა მესმოდა 
ჩუმად როგორ ტიროდა
ისევ უხასიათოდ ვარ 
მოშლილია ამინდი
შენი ვეღარ გამიგია 
თითქოს სადღაც გამირბი
გრძნობა ისევ ახლოსაა 
რა შორსაა მანძილი
ჩვენს სიყვარულს მოეფინა 
ნისლიანი აჩრდილი
არწივივით მაღლა ცაში 
მარტოობას განვიცდი
შენზე ვფიქრობ შენს ფიქრებთან 
ავივლი და ჩავივლი
ასე ძლიერ უშენობა 
გულს რად მიკლავს არ ვიცი
შენს ლოდინში დავიღალე, 
მაგრამ კიდევ დავიცდი
იქ წავალ დაგელოდები 
სადაც რომ გაგიცანი 
სადაც გული გამიხსენი 
მიყვარხარო მითხარი 
სადაც ყვავოდა სურნელით
იასამნის ყვავილი 
მე შენს ტუჩებში ვიგრძენი, 
სიყვარული რა თბილი,
ირგვლივ ყველა ყვავილები 
ჩვენს სიყვარულს ნატრობდა
იასამანის სურნელი 
ჩვენ ორივეს გვათრობდა
იასამანი წავიდა 
და შენც სადღაც გაფრინდი
მიყვარხარო ვერ გასწრებდი, 
გახსოვს, თქმას არ მაცლიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი