მიყვარხარ ეს ქალი შენახარ.


მე შენი ღიმილი
და შენი თვალები მამშვიდებს,
ყოველგვარ ტკივილს და 
ყოველგვარ სიძნელეს მავიწყებს,
მე შენი ოცნება 
და შენი ფიქრები მაწვალებს,
გიკოცნი შენ სახეს 
შენს თვალებს და შენ სველ წამწამებს,
მე შენი ფიქრები
თვალებში ნაღველი მაფიქრებს,
და შენი აზრები
გრძნობები ჩემსას რომ ემთხვევა,
ამიტომ ერთად ვართ 
ამიტომ ერთმანეთს ვამდიდრებთ,
ეს ღმერთის ნებაა
ეს სულაც არ არის შემთხვევა,
.
მიყვარხარ თაიგულს მაგონებ 
ხარ გულის სურნელი
მიყვარხარ, გულში ხარ 
და მაინც სულ გეძებ სულ გელი
მიყვარხარ სითბო ხარ 
სიცოცხლე და გულის ძგერა ხარ
მიყვარხარ, მიყვარხარ, 
ვამბობ რომ ეს ქალი შენა ხარ,
.
საათი წიკწიკებს, 
დრო მიდის, ეს ჩვენ არ გვაშინებს 
მე შენი მიყვარხარ 
რომ მეტყვი ო, როგორ მაღიმებს
მე შენთან სიცოცხლე 
და შენთან ცხოვრება დამჩემდა
მიყვარხარ, მალმალე 
მითხარი რომ გული გაჩერდა
რამდენი დღეები 
უშენოდ და მარტო ვატარე
როდესაც რომ გნახე 
მაშინვე მე ჩემად ჩაგთვალე
ეხლა შენ ჩემი ხარ, 
ჩემი ხარ და ჩემი სიცოცხლე
მიკვირს რომ შენამდე,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი