მიყვარხარ ცოტათი მეტად.


მე შენ მიყვარხარ, იმ სიყვარულზე ცოტათი მეტად
რომელიც არის ის ერთად ერთი ამ ლამაზ ქვეყნად
რომელიც არის, ორივეს გულში ერთ დროს და ერთად,
გრძნობა რომელიც არის და აღარ იქცევა ფერფლად,
მე შენ მიყვარხარ, გულში ტყვია ხარ თბილი და მწარე
სულში მდინარე მთის სურნელით ხარ ჩამომდინარე
მძინარე გულში, ზღვის ტალღებად რომ შემოიპარე
ცა გაანათე, ბინდად აქციე ეს ბნელი ღამე.
მე დღეს მარტო ვარ, არსად გამიშვა, მითხარი რამე
მე შენთან მინდა რომ გავათენო ეს წყნარი ღამე
მე თუ მიყვარხარ, მითხარი ამით რა დავაშავე
მინდა იცოდე, ამ სიყვარულში,
სიყვარულია თვით დამნაშავე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი