ხევსურის ქალო


დღეს დავიბადე ოქტომბერია
გული ცივდება უშენოდ ნელა 
შემოდგომა რა ნაირფერია
მოუფენია ფოთლები ყველა
გულში ზამთარი ჩასაფრებულა
ნელა ზამთრდება არემარეში
შემოდგომა კი დაფურცლებულა
ოქროს ფერებად სავსე მთვარეში,
რამ დაგაზამთრა მითხარი შენა
ქალო ლამაზო სწორ ტანიანო
შენი ტუჩების ჩურჩულის ბგერა
მინდა ამ მთაბში ავახმიანო
ცივი ზამთარი მალე მოგვივა
თოვლი დაფარავს მთებისკენ გზებსა
და გორის წვერებს თეთრი ქუდები
მალე თავებს რომ გაუთეთრებსა,
მე შენთან მოვალ ხევსურის ქალო
სანამ თოვლმა არ დაბარდნა გზები
ნებით თუ არა უნდა მოგტაცო
თუ არ მომკლავენ მე ხევსურლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი