ჩემი საქართველო
ეს არ არის დახატული მთები ეს არ არის მოქარგული მდელო ღრუბლებს ზემოთ ფრენენ არწივები არ მთავრდება მასზე სადღეგრძელო ჩავეხუტო მინდა ვიგრძნო, სითბო, მინდა მისი გულის ცემა ვიგრძნო მინდა მისი მოფერება ვიყო მინდა მისი სიყვარული სიტკბო, მოჩუხჩუხებს წყაროს ცივი წყლები მთის წვერები თოვლის ქუდით თავზე სიმღერები კოსმოსური ხმების მბურძღლავს ტანში განდაგანას ხმაზე, მე სულ მინდა მოვიარო ფეხით ფეხშიშველი რომ ტკივილი ვიგრძნო ადგილები სადაც წინაპრების სისხლში ბოლო ამოსუნთქვა იყო, ეს არ არის დახატული მთები ეს არ არის მოქარგული მდელო ეს ღმერთისგან არის ნაბოძები იდღეგეძელე ჩემო საქართველო. საქართველო ჩემო საქართველო უძველესო ძველო, ძველთა, ძველო მინდა შევსვა შენზე სადღეგრძელო შენს მიწაზე მინდა განვისვენო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი