დამიბრუნე სიყვარული


დამიბრუნე სიყვარული რომ წამართვი
სიყვარული მხოლოდ შენი, რომ მიყვარდი
შენი წადი და დამიტოვე გულში დარდი
თქვი რომ ასე აჯობებსო, მეც დაგთანხმდი
მაგრამ მივხვდი, რა ძელია, ვერ გავძელი,
შენ წაიღე სიყვარული მხოლოდ შენი,
მე კი დავრჩი სიყვარულის ანაბარი
მარტოდ - მარტო სიყვარულზე მეომარი
დამიბრუნე სიყვარული რომ წამართვი
მომენატრა ის დღეები რომ მიყვარდი,
მეგონა რომ გაქრებოდა ნელა დარდი,
დაგიჯერე, რომ წავალო, მეც დაგთანხმდი,
არ მეგონა ასე ძლიერ თუ მიყვარდი
განშორებას ასე თუ ვერ ავიტანდი
დამიბრუნდი, დამიბრუნე სიყვარული,
ეხლა მივხვდი შენ გეკუთვნის ჩემი გული.

ნუთუ, დადგა განშორების დღე და წადი
დამიბრუნე სიყვარული რომ წამართვი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი