მითხარი ვისთვის მღერიხარ.


მითხარი ვისთვის მღერიხარ 
სევდიანად ღამე,
ნუთუ ვინმემ გაწყენილა, 
დაგიშავა რამე,
ვარსკლავები მოჭედილი 
ციმციმებენ ცაში,
შენი სიმღერა გაისმის, 
ღამის ხეობაში.
ირგვლივ როგორ სიბნელეა, 
გზებს გვინათებს მთვარე,
შენ კი ისევ სიმღერისთვის 
აირჩიე ღამე,
სიყვარული ყვავილივით 
დაგვიჭკნება მზეში,
და გაქრება სამ ოთხ დღეში
სადღაც სამოთხეში,
მენატრები, მენატრები, მენატრები შენა
მესმის შენი სუნთქვა ჩქარი, 
შენი გუილის ძგერა,
შენ რა ტკბილი სიყვარული 
გულში დამიტოვე
გულს მიმძიმებს უშენობა, 
შენსგან სიმარტოვე,
შენი სიყვარული მხიბლავს 
და კაშკაშა მთვარე,
რამდენჯერაც დაგივიწყე 
ისევ შეგიყვარე,
ვერაფრით ვერ მოვიშორე 
შენი ტკბილი მზერა,მ
რა დიდი ყოფილა გრძნობა 
თურმე რამოდენა,
თურმე როგორ მყვარებიხარ
არ მცოდნია არა,
უკანდაბრუნება მინდა 
უშენობა კმარა,
მთვარედ გიგულე, 
გიმღერი მე შენ ყოველ ღამე,
ყოველ ღამე გეფერები, 
მეფერება მთვარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი