ენძელა


ჩანჩქერი ადუღებული
შხაპებს ასხამდა ცაზედა
ცა ნისლად გადაქცეული
წვიმად გვესხმოდა თავზედა
ადიდებული მდინარე
მოედინება ხმაურით
გაღვიძებულა ბუნება
მდინარის აურზაურით
ნისლმა დაფარა თავები
უზარმაზარი გორისა
მოზიზინებენ ზვავები
ქვაღორღითა და თოვლითა
ცამ ჩაეჭიდა გორებსა
მთელი სიმძიმით აწვება
ნისლიც რა ნელა ეშვება
და თეთრ ხალიჩად დაწვება
ენძელა გაკვირვებული
ახალად მოვლინებულა
მზის სანახველად მოსული
ნისლისგან შეშინებულა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი