რა წყნარია ღამე


რა წყნარია ღამე
და ღრუბლები ცაში
იჭყიტება მთვარე
ვარსკლავთა ხროვაში
ხელს აივანს ვუჭერ
ბებოსთან ვარ მთაში
მგლების ყმუილს ვუსმენ
ტურათა ჭაჭყანში
ნისლი ფარდას გახსნის
გამოაჩენს მთვარეს
ცოტათ გაანათებს
ირგვლივ არემარეს
გაგვიღიმებს მთვარე
ნისლს თავ დაღწეული
გამოჩნდება ვარდი
ეზოში დარგული
მახსენდება ის დრო
შემიყვარდი როცა
შენი სიყვარული
ვხდები ღმერთმა მომცა
ეხლა მინდა როგორ
მყავდე გვერდით მთაში
ხელში ამიყვანო
ბებოს კალათაში
რა წყნარია ღამე
და ღრუბლები ცაში
სიყვარული თბილი
რა ცივია მთაში.
რა კარგია ფიქრი
ვარსკლავთა ცვენაში
რა წყნარია ღამე
ტურათა ჭაჭყანში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი