ისევ, გაზაფხული მოდის
მიდიოდი უკან აღარც მოგიხედავს ჩემთვის, იცი არ მიგატოვებდა სიყვარული ჩემი, ჩემი გული შენ გამოგყვა ჩუმად დამალულად, შენმა გულმა მიყვარხარო წამჩურჩულა ჩუმად, . მე მეგონა სიყვარული, რომ მიმატოვებდა, დრო ყველაფრის მკურნალია, და გაფრინდებოდა, მაგრამ მივხვდი რომ გულიდან არსად მიდიოდა, შენი გული სიყვარულით, ისევ გულში მქონდა, . რად გინდოდა გამიხლიჩე გულში სიყვარული, და წაიღე მხოლოდ ჩემი მხოლოდ ჩემი გული, შენს სიყვარულს მე ყოველღე გულში ვეფერები, შენ კი ჩემი სიყვარულით სადღაც მემალები, . შენ წადი და დამიტოვე მე ჩვენი გრძნობები, არასდროს მიმატოვებენ, შენზე ოცნებები, გთხოვ დაბრუნდი გამიმთელე გახლეჩილი გული, დამიბრუნე სიყვარული ჩემსგან წაღებული, . დამიბრუნე მოპარული, ის დრო სანატრელი, როდესაც რომ ერთი იყო, ორი გული ჩვენი, ისევ ყვავილები მოდის ისევ გაზაფხული, დამიბრუნე სიყვარული ჩემსგან მოპარული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი