შენი წასვლით ყველაფერი წაიღე,


შენი წასვლით 
ყველაფერი წაიღე, 
და წამართვი 
გული და სიყვარული,
მიდიოდი უკან არ მოიხედე
მე კი თვალით 
გაცილებდი მალულით. 
ჩემი ცრემლიც 
გაცილებდა ჩუმადა,
მოგყვებოდა 
ჩემი გულის გრძნობები,
წამწამები გადამექცა წვიმადა,
შეგაჩერო მინდა 
ვერ გეღობები,
შენ წადი და 
წაიღე სიყვარული,
ჩვენი თბილი 
გრძნობებით აკინძული
ჩემს გულში კი 
დარჩა მიტოვებული
მარტოდ მე და 
ეს ჩემი სიყვარული,
განშორება ადვილია 
ვერ ხვდები,
შენ წაიღე 
რაც გამაჩნდა ჩუმადა,
შენზე ფიქრში 
ყოველდღე ვიკარგები,
შენს გრძნობებში 
სულ ვარ დაკარგულადა.
უშენობა რა ძნელია 
რომ მივხვდი,
რომ მეგონა მასზეც 
ბევრჯერ დიდია,
შენამდე ფიქრითაც ვეღარრ მოვედი,
გზა შენამდის ჩატეხილი ხიდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი